კოვიდ-ეპიდემიის პერიოდში ბრაზილია ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. თუმცა, უკვე დაიწყეს ვაქცინაცია და ერთ-ერთი პირველი ფეხბურთის მეფე პელე აცრეს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
80 წლის ლეგენდა სოციალურ ქსელშიც აქტიურობს და გამოაქვეყნა ფოტო, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას იკეთებს. მისი აზრით, ჰიგიენა და ნიღბის ტარება აუცილებელია.
– პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ადამიანების სიცოცხლის გადასარცენად დისციპლინა და დისტანცია უნდა შევინარჩუნოთ. ეს დაუვიწყარი დღეა, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ვაქცინა არ გაუკეთებია. პანდემია აუცილებლად დასრულდება, როცა ყველა ერთმანეთს დავეხმარებით და მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ, – დაწერა პელემ ინსტაგრამზე.