ვინისიუს ჯუნიორის ბედნიერება სრული იქნებოდა, მადრიდის „რეალს“ პრიმერას 25-ე ტურში სან-სებასტიანელი სეხნია რომ დაემარცხებინა.
ბრაზილიელი შემტევი ზინედინ ზიდანმა შეცვლაზე შეუშვა და მან ბოლო წუთებზე ქულის მომტანი გოლი გაიტანა.
ეს შეხვედრა ვინისიუსისთვის მე-100 იყო მადრიდულ კარიერაში. მატჩის დღეს ის 20 წლის და 232 დღის გახლდათ. მასზე ახალგაზრდას „რეალში“ 100 მატჩი ორად ორ ფეხბურთელს აქვს ნათამაშევი – ეს ზღვარი რაულ გონსალეს ბლანკომ 19 წლის და 117 დღის ასაკში დალაშქრა, იკერ კასილიასი კი 20 წლის და 125 დღის იყო.
ამ ორმა „რეალში“ მთელი ეპოქა შექმნა და არც ვინისიუს ჯუნიორი ჩანს ჯაბანი ბიჭი.