ჟოზეპ მარია ბარტომეუ და ჟუამე მასფერერი წინასწარი დაკავების საპყრობილიდან დროებით გაათავისუფლეს. მათ ბარსაგეიტად წოდებულ საქმეში მონაწილეობას ედავებიან.
„ბარსელონას” ექს-პრეზიდენტი ბარტომეუ და მისი ყოფილი მრჩეველი მასფერერი არიან ორნი, იმ ოთხი ადამიანიდან, რომლებიც კატალონიის პოლიციამ დააკავა. ამ ხალხის დაკავებას თან ახლდა სამართალდამცავთა რეიდები ქალაქის ხუთ სხვადასხვა ადგილას.
დაკავებულთა შორის იყვნენ ოსკარ გრაუ, რომელიც კლუბის აღმასრულებელი შეფის ფუნქციებს ასრულებდა და იურისტი რომან გომეს პონტი, თუმცა ისინი ორშაბათსვე გაუშვეს.
რა შეხსენება უნდა, რომ ბარტომეუ „ბარსელონას” სპორტული, ფინანსური და ინსტიტუციონალური კრიზისის გამო 2020 წლის ოქტომბერში თანამდებობიდან გადადგა.
მას უნდობლობის ვოტუმი ემუქრებოდა და გაასწრო.
ბარსაგეიტის საკვანძო მომენტი გახლავთ ის, რომ ბარტომეუმ და მისმა დამქაშებმა დაიქირავეს მსხვილი პი-არ კომპანია, რომელიც დამქირავებლების კონკურენტებს ეგრეთწოდებულ შავ პი-არს უგორებდა, ცუდ ჭორებს უყრიდა. ბარტომეუს და მის ჯგუფს მიზანში მოქმედი ფეხბურთელებიც ჰყავდათ, რომელთა შორის იყო ლეო მესი.