May be an image of 3 ადამიანი და people standingწყალბურთის კლუბი "დინამო" სატრანსფერო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას  ავრცელებს - სპორტული პორტალითბილისის „დინამო“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშების მორიგ ტურში ჩაებმება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე სულ 12 გუნდი მონაწილეობს, პირველი წრის სამი შეხვედრა უკვე გაიმართა – ეს შარშან, ბუდაპეშტში მოხდა.

„დინამომ“ ესპანურ „ბარსელონეტასთან” 5:17 წააგო, ასევე დათმო იტალიურ „ბრეშასთან“ – 9:15, ხოლო ჩერნოგორიის „იადრანს” 11:8 მოუგო.

„დინამო“ B ჯგუფშია და რთული ბრძოლები ელის, რადგან 6-გუნდიანი ჯგუფიდან მხოლოდ სამი გადის. მეოთხე, გერმანულ „ჰანოვერს,“ როგორც მასპინძელს, ისე აქვს დაბევებული.

სწორედ „ჰანოვერით“ დაიწყებს „დინამო“ ხვალიდან ტურს, შემდეგ ყოველდღიურად ეთამაშება უნგრულ „ფერენცვაროშს“, „ბრეშასა“ და „ბარსელონეტას“.

მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანოიევიჩმა, საქართველოს ჩემპიონი უნგრეთის დედაქალაქში ასეთი შემადგენლობით წაიყვანა:

ირაკლი რაზმაძე, ბექა ქავთარაძე, ბესარიონ ახვლედიანი, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, სანდრო ადეიშვილი, იოვან სარიჩი, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, დუშან ვასიჩი, ბორის ვაპენსკი, ნიკოლოზ შუბლაძე, გიორგი გვეტაძე.

წილი
წინა სტატია33
შემდეგი სტატიასიმეონე არაგონესს გაუტოლდა
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...