John Wall - Wikipediaუჩვეულო ანტირეკორდის მფლობელი გახდა „ჰიუსტონ როკეტსის“ გამთამაშებელი ჯონ უოლი. NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ჰიუსტონელები საშინაო არენაზე „მემფის გრიზლისთან“ განადგურდნენ – 84:133.

უოლს კი საინტერესო სტატისტიკა ჰქონდა: 14 ქულა და… სხვა ყველა გრაფაში – 0. ანუ, მოხსნა, პასი, ჩაჭრა, დაფარება არ ჰქონია და არც სამქულიანი ჩაუგდია. უოლი გახდა პირველი კალათბურთელი მაჩვენებლით 10/0/0/0/0/0 და 25%-იანი (ან უფრო დაბალი) სროლის სიზუსტით ჯეი არ სმიტის შემდეგ, რომელმაც იგივე 2012 წელს აჩვენა.

გარდა ამისა, უოლი გახდა პირველი 1985 წლის შემდეგ, რომელმაც ეს მაჩვენებელი სასტარტო შემადგენლობიდან დააფიქსირა.