ერთბაშად ცხრა წამყვანი ბელარუსული საფეხბურთო კლუბის ფან-დაჯგუფებამ მოუწოდა ქომაგებს, არ დაესწრონ ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს. მათი პროტესტი ბელარუსში შექმნილი პოლიტიკური ვითარების და კონკრეტულად ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ არის მიმართული.
მანიფესტზე ხელმომწერთა შორის ქვეყნის წამყვანი კლუბების ფანკლუბები არიან: ბატე, “შახტიორი”, ბრესტის “დინამო”, “სლუცკი”, “ვიტებსკი”, “მოლოდეჩნო”, “ნემანი”, ჟოდინოს და მინსკის “დინამო” და “მინსკი”.
სავარაუდოდ, პროტესტი უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს და არ არის გამორიცხული, მასში თავად ფეხბურთელებიც ჩაერთონ.