საინტერესო სიტუაცია შეიქმნა გერმანული გელზენკირხენის „შალკეში“.
ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის კრისტიან გროსის გაშვებას ითხოვენ. ბოლო წერტილად რურის დერბიში „დორტმუნდთან“ 0:4 იქცა. ფეხბურთელებმა კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი აზრით, შვეიცარიელს ცუდი ვარჯიშები აქვს, სუსტი ტაქტიკოსია და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკუთარი ფეხბურთელების სახელებს ვერაფრით იმახსოვრებს.
მენეჯმენტმა გუნდს უარი უთხრა, მაგრამ ყველას ესმის, რომ გროსის გაშვება მხოლოდ დროის ამბავია. გროსი „შალკეში“ 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა და ამ სეზონში მეოთხე დამრიგებელი შეიქნა. მანამდე „შალკეში“ ბედი დევიდ ვაგნერმა და მანუელ ბაუმმა სცადეს, 18 დეკემბრიდან კი მწვრთნელის მოვალეობას რამდენიმე დღით ჰუუბ სტევენსი ასრულებდა.
გროსის სავარაუდო შემცვლელებად ახლანდელი თანაშემწე რაინერ ვიდმაიერი, ანაც „შალკეს“ 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი ნორბერტ ელგერტი მოიაზრებიან, მანამდე კი გუნდი 22 ტურში დაგროვილი 9 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზე განისვენებს.
P.S. კრისტიან გროსის გუნდი 27 თებერვალს სტუმრად „შტუტგარტთან“ 1:5 დამარცხდა