ევროლიგის 26-ე ტურის მატჩში, სადაც მადრიდის „რეალმა“ 70:58 მოუგო კაუნასის „ჟალგირისს“, საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – ესპანელებს მთელი მატჩის განმავლობაში ერთი საჯარიმოც არ უსვრიათ.
„ჟალგირისმა“ სულ 13 ჯარიმა მიიღო, მაგრამ ყველა ისეთი, რომ მეტოქე კალათბურთელი საჯარიმო ხაზზე არ დამგარიყო. „რეალმა“ 29-დან 14 ორქულიანი და 29-დან 15 სამქულიანი ჩააგდო.
„კალათბურთელები აქეთ მეკითხებოდნენ მენახა თუ არა კარიერაში ისეთი ფაქტი, რომ ჩემს გუნდს ჯარიმა არ ესროლა. ჩემი გუნდი კი არა, ევროლიგაში ასეთი თუ მომხდარა, იმასაც ვერ ვიხსენებ. ვერც შეგირდებს ვუთარი რამე გასახდელში“, – თქვა ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე „რეალის“ თავკაცმა პაბლო ლასომ.
ევროლიგაში „რეალისთვის“ ეს მართლაც პირველი ფაქტი იყო, მაგრამ მანამდე ხუთჯერ მომხდარა, რომ გუნდს ჯარიმა არ ესროლა. ასეთი „ვალენსიას“, „ფენერბახჩესა“ და სამჯერ „მაკაბის“ თამაშებისას მომხდარა
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
