ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” ბერგამოს “ატალანტა” 1:0 კი დაამარცხა, მაგრამ მსაჯობით უკმაყოფილოა და უეფაში აპელაციის შეტანას აპირებს. საქმე ისაა, რომ ამ შეხვედრაში მადრიდელთა ნახევარმცველმა კაზემირომ ყვითელი ბარათი მიიღო, განმეორებაზე კი გამოჩნდა, რომ კაზემიროს იტალიელთა ფორვარდ დუვან საპატას წინააღმდეგ თამაშის წესები არ დაურღვევია.
სხვა დროს “რეალი” ალბათ ასეთ დიდ ყურადღებას არ მიაქცევდა ბარათს, მაგრამ არბიტრ ტობიას შტილერის მიერ ნაჩვენები ყვითელი ბარათი კაზემიროსთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მესამე იყო და მას “ატალანტასთან” საპასუხო შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
მადრიდელები წინასწარ აცნობიერებენ და აცხადებენ, რომ უეფა ძალიან იშვიათად აკმაყოფილებს ამგვარ აპელაციებს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ცდა ბედის მონახევრეა.