Image result for novak djokovicსერბეთის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ვუჩარიჩმა ნოვაკ ჯოკოვიჩის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვება მიულოცა.

„ძალიან გულითადი მილოცვა ჩემგან. მეცხრედ ავსტრალიის ღია პირველობის მოგება დიდი საქმეა. მორიგი შედევრალური და დიდებული გამარჯვება. ეს სერბი ხალხის კიდევ ერთი დიდი სიხარულია და არამარტო ჩოგბურთის მოყვარულების. მადლობა ნოლე! დიდება სერბეთს!, – დაწერა ვუჩიჩიმა საკუთარ ტვიტერზე.

შეგახსენებთ, ნოლემ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რუსი დანილ მედვედევი 7:5, 6:2, 6:2 დაამარცხა. ეს მისი ავსტრალიური მერცხე ტიტულია, სულ 18 მეიჯორი მოუგროვდა და ახლა რაფა ნადალსა და როჯერ ფედერერს (20-20) ორით ჩამორჩება. წლეულს კიდევ სამი დიდი სლემია გასამართი.