Real Madrid Will Reportedly Break The Bank To Sign Mbappe, Haalandსწორედ ამდენი დაუჯდება მადრიდის „რეალს“ ორი ფეხბურთელი, რომლებსაც ზაფხულის სატრანაფერო ბაზრის პრიორიტეტად თვლის.

კილიან მბაპეს გადაბირების შემთხვევაში მისი ხელფასი წლიურად 72 მილიონი იქნება, ერლინგ ჰოლანდი კი 20 მილიონსაც იკმარებს. ჯამში 92 მილიონი გამოდის. იმის გათვალისწინებით, რომ ფლორენტინო პერესი 6-წლიან ხელშეკრულებებს ამზადებს, მხოლოდ ამ დუეტისთვის კონტრაქტის განმავლობაში 552 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

სახელფასო ხარჯებს სატრანსფეროც უნდა დავუმატოთ, ანუ თითოეულის შემთხვევაში 150-150 მილიონი ევრო, ჯამი კი სათაურშიც ნახეთ. ბუნებრივია, „რეალს“ ამ კოსმოსური თანხის გადახდა ერთბაშად არ მოუწევს, მაგრამ მაინც უსაშველოდ ბევრია. ფეხბურთის ექსპერტების აზრით, დღეს, როცა დიდ სპორტში დღის წესრიგს კორონაპანდემია ადგენს, ასეთი დაბანდება მაქსიმალური რისკია. როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესს ძალიან უყვარს შამპანური.