„შალკესთან” შეხვედრაში 20 წლის ერლინგ ჰოლანდმა კვლავ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მატჩში, რომელიც „დორტმუნდმა” სტუმრად 4:0 მოიგო, ნორვეგიელმა ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელთაგან პირველის მსგავსი გულშემატკივარს ძალიან უყვარს. შესანიშნავად ითამაშა ინგლისელმა ჯეიდონ სანჩომაც, რომელმაც ერთი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი შეასრულა.
საინტერესოა, რომ სანჩოც 20 წლისაა, მაგრამ როდესაც მე-80 წუთზე „დორტმუნდმა” კაპიტანი მარკო როისი შეცვალა, ასაკის მიუხედავად სამკლავური მას გადასცეს.
მატჩის შემდეგ როისმა ჰოლანდი შეაქო, თუმცა ნორვეგიელის გოლებიდან მეორე გამოყო:
„მეორე გოლი საოცარი იყო. ერლინგი ნამდვილი გოლების მანქანაა. მისი პოზიტიური ენერგია ჩვენზე ძალიან მოქმედებს, ღონეს გვმატებს”.
ვიდეოზე ჰოლანდის ორივე გოლს გთავაზობთ.