სტივენ ჯერარდის „რეინჯერსი“ სასწაულ სეზონს ატარებს როგორც შოტლანდიის ჩემპიონატში, ასევე ევროპის ლიგაში. ამის დასტურად ფრენკ ვერკოტერენის ბელგიურ „ანტვერპენთან“ ევროპის ლიგის 1/16-ფინალის მატჩიც გამოდგება.

Image result for steven jerardგლაზგოელებმა ანგარიში გახსნეს, მერე ორი გაუშვეს, ისევ გაათანაბრეს და კიდევ ერთხელ ჩამორჩნენ. შოტლანდიელები თითქმის უშანსოდ იყვნენ, მაგრამ ჯერარდი ხომ წაგებული შეხვედრების შემოტრიალების ჯადოქარია. „რეინჯერსმა“ ბოლო 10 წუთში ორჯერ გაიტანა და სტუმრად ურთულესი მატჩი მოიგო.

ჯამში, ჯერარდის გუნდს ამ სეზონში ჩემპიონატში და ევროთასებზე უკვე 40 მატჩი არ წაუგია და აქედან ფრედ მხოლოდ 6 დაასრულა.

ჯერარდის „რეინჯერსი“ 10-წლიანი პაუზის შემდეგ საჩემპიონოდ ემზადება, ევროთასებზე კი ფავორიტებში გაერია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროთასებზე ჯამში 42-დან 23 შეხვედრა მოიგო, რაც საკლუბო რეკორდია.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სტივმა იხუმრა: „ჯერ მაცადეთ, რომ პულსი დამიწყნარდეს”.

მერე გამარჯვება მოიწონა, მაგრამ სამი გაშვებული გოლის პრობლემა ახსენა – ამდენი მის გუნდს ბოლო 11 მატჩში ერთად აღებული ჰქონდა გაშვებული. ინგლისში ამბობენ, რომ სტივენ ჯერარდმა იურგენ კლოპს უკანდასახევი გზა არ დაუტოვა. მას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში ჩაეთვლება სეზონი წარმატებულად, ყველა სხვა ვარიანტში კი “ლივერპულის” ფანობა გუნდის მესაჭედ სწორედ სტივს ხედავს.