საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა და თბილისური „ბაბლის“ პირველ დღეს სერბეთთან 66:92 განადგურდა.
მართალია, საქართველოს ნაკრები არ იყო უძლიერესი შემადგენლობით, მაგრამ სერბებსაც ბევრი ვარსკვლავი აკლდათ, ამიტომაც ასეთი ანგარიშით მოგებას თავადაც ვერ წარმოიდგენდნენ.
არადა, თამაში რომ დაიწყო, დიდი ხანი თითქმის თანაბარი ბრძოლა მიდოდა, მაგრამ გუნდებს ქულების მოხვეჭა უჭირდათ. მეორე პერიოდის მესამე წუთის ბოლოს 16:15 დავწინაურდით და აქედან დაიწყო ჩვენი „წვალება“. სერბებმა მოუმატეს და პირველი ტაიმი სამი ქულით წავაგეთ. ამას თან დაერთო კონერ ფრენკამპის ტრავმა, რომელიც ჩვენს ეროვნულ გუნდში პირველ მატჩს ატარებდა და არც თუ ურიგოდ. სანამ მოედანზე იყო კონერმა 10 ქულა მიითვალა, მაგრამ ტრავმა უწყინარ სიტუაციაში მიიღო და, როგორც ერთი შეხედვით გამოჩნდა, საკმაოდ რთულიც.
შევენების შემდეგ ჩვენი დაცვა საერთოდ მოიშალა და მეტოქე ყველა წერტილიდან ერთნაირი სიზუტით უტევდა. მესამე პერიოდის შემდეგ საქართველო 11 ქულას აგებდა. მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და სერბებს ლოგიკური სამი ქულის ჩაწერა არ გასჭირვებიათ.





