ფეხბურთელი კი ბევრია, თუმც უცხოეთში სულ თითებზე ჩამოსათვლელი ქართველი მწვრთნელი მუშაობს, მით უმეტეს PRO ლიცენზიის მფლობელი. დავით ბახტაძე კი ერთ-ერთი წარჩინებული ქართველია, რომელიც კარგა ხანია უკვე გერმანიაშია და იქაურებში დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობს.
ორიოდ დღის წინ მის შესახებ ერთერთმა გერმანულმა ვებ-გვერდმა დაწერა, რომ დავითი იმ კლუბში დაბრუნებას ეშურება, სადაც სამი წელიწადი ბომბარდირობას არავის უთმობდა… დანარჩენს, შემოკლებით, აქვე წაიკითხავთ:

კლუბის პრეზიდენტი ბერნდ ჟილეტი: „დავითს აქვს უმაღლესი სამწვრთნელო ლიცენზია, რომელიც მწვრთნელს შეიძლება ჰქონდეს. გარდა ამისა, გუნდის ხელმძღვანელობაში ერთხმად შევთანხმდით, რომ დავითი საუკეთესო კანდიდატია ჩვენი კლუბისთვის“.
დავით ბახტაძე: „გამომდინარე იქიდან რომ კოლერბახთან დიდი ხნის ურთიერთობა და ბევრი საერთო მაკავშირებს, დიდი დრო არ დამჭირვებია გადაწყვეტილების მისაღებად. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია. მოუთმენლად ველი ზაფხულს და ახალი სეზონის დაწყებას. გამომდინარე იქიდან რომ „კოლერბახის“ თამაშებს ხშირად ვესწრებოდი, ძალიან კარგად ვიცი გუნდის პოტენციალი, მიუხედავად ამისა თებერვალში ჯერ ნაადრევია სამომავლო მიზნებზე ლაპარაკი. ჩემთვის მთავარი ის არის რომ გუნდი ერთიანი იყოს და არა ცალ-ცალკე პოზიციები. აუცილებლად მეტი აქცენტი უნდა გავაკეთო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და მივცე განვითარების მეტი შანსი“.
