
რაფა ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალში უდიდესი უპირატესობა გაანიავა და „დიდი მუზარადის“ ტურნირების მოგების 21-ე შანსი გადადო. არადა, ესპანელს ეს ტურნირი რომ მოეგო, მეიჯორის ტიტულებით ერთპიროვნულად დაწინაურდებოდა და როჯერ ფედერერთან გასაყოფი არაფერი ექნებოდა.
ნადალი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა – 6:3, 6:2, 6:7, 4:6, 5:7.
როგორც ხედავთ, ესპანელი ორი სეტის შემდეგ ისე იგებდა, საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი არავის შეეპარებოდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ნახევარფინალში ბერძენი გაუშვა.
ციციპასი ფინალში გასასვლელად დანილ მედვედევს შეხვდება, რომელმაც ალექსანდრ რუბლევს უშანსოდ მოუგო – 7:5 6:3 6:2.
მეორე ნახევარფინალს კი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ასლან კარაცევმა შეავსეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
