Image result for rafa nadalImage result for rafa nadalრაფა ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალში უდიდესი უპირატესობა გაანიავა და „დიდი მუზარადის“ ტურნირების მოგების 21-ე შანსი გადადო. არადა, ესპანელს ეს ტურნირი რომ მოეგო, მეიჯორის ტიტულებით ერთპიროვნულად დაწინაურდებოდა და როჯერ ფედერერთან გასაყოფი არაფერი ექნებოდა.

ნადალი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა – 6:3, 6:2, 6:7, 4:6, 5:7.

როგორც ხედავთ, ესპანელი ორი სეტის შემდეგ ისე იგებდა, საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი არავის შეეპარებოდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ნახევარფინალში ბერძენი გაუშვა.

ციციპასი ფინალში გასასვლელად დანილ მედვედევს შეხვდება, რომელმაც ალექსანდრ რუბლევს უშანსოდ მოუგო – 7:5 6:3 6:2.

მეორე ნახევარფინალს კი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ასლან კარაცევმა შეავსეს.