Image result for რამაზ სვანაძეეროვნულ გუნდში ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ, სიახლეა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც. გუნდის გაძღოლა რამაზ სვანაძეს ანდეს. გეხსომებათ, სვანაძე საქართველოს ნაკრების დროებითი მწვრთნელი იყო ესტონეთთან მატჩისას, რომელიც ერთა ლიგის ეგიდით გაიმართა.

39 წლის სპეციალისტი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 2023 წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს, რომელიც ერთდროულად საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

ჩვენ, როგორც მასპინძლებს ფინალურ ეტაპზე მოხვედრა გარანტირებული გვაქვს და სვანაძეს 2 წელიწადი აქვს გუნდის მოსამზადებლად. საამისოდ, სვანაძე მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს გამოიყენებს, რადგან გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპიდან თავისუფალია.

სვანაძემ საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელადაც იმუშავა, საკვალიფიკაციო ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

რაც შეეხება ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ მწვრთნელ ვასილ მასიურაძეს, სავარაუდოდ ის ეროვნულ გუნდში ვილი სანიოლის თანაშემწედ იმუშავებს. ისევე როგორც ზურაბ ხიზანიშვილი.