May be an image of 2 ადამიანიროტერდამში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო კანადას – 14:11. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენები არმარტო ჯგუფიდან გასვლას ინაღდებდნენ, არამედ, რაც შეიძლება უკეთესი ადგილით შეხვდებოდნენ ფლეი ოფს. ეს მიზანი მიღწეულია – თუ რამე სასწაული არ მოხდა, დეიან სტანოევიჩის გუნდი მინიმუმ მესამე ადგილით გავა მეოთხედფინალში.

კანადასთან თამაში კი ჩვენი უპირატესობით დაიწყო და პერიოდი 3:1 მოვიგეთ. დაწინაურებული საქართველო უფრო უკეთესად გამოიყურებოდა და მეორე პერიოდიც მოიგო, მაგრამ მხოლოდ ერთი ბურთით და დიდ შესვენებაზე 6:3 გავედით.

შესვენების შემდეგ ჩვენმა უპირატესობამ 5 ბურთს მიაღწია, მაგრამ ცოტა მოვდუნდით და დასკვნით მეოთხეს ისევ 3-ბურთიანი ჰანდიკაპით შევხვდით – 10:7. ბოლო მეოთხედშიც ბევრი გავუშვით, მაგრამ პერიოდი მაინც არ წავაგეთ და საბოლოოდ 14:11 მოვიგეთ.