Image result for samir handanovic end javier zanetti inter milanoImage result for javier zanetti inter milanoკვირას მილანის „ინტერმა“ 3:1 დაამარცხა რომის „ლაციო“ და ისარგებლა რა „მილანის“ წაფორხილებით „სპეციასთან“ (0:2), სატურნირო ცხრილს კენწეროში მოექცა.

ანტონიო კონტეს გუნდის სულ მცირე ერთ წევრს იმ საღამოს ზეიმის სხვა მიზეზიც ჰქონდა. „ნერაძურის“ კარს სამირ ჰანდანოვიჩი იცავდა, ვისთვისაც ეს სერია A- ში მე-500 მატჩი იყო.

36 წლის სლოვენიელი აგერ უკვე 14 წელია, მილანელთა კარს იცავს, მანამდე კი „უდინეზეში“, „ტრევიზოსა“ და „ლაციოშიც“ უთამაშია.

500-მატჩიანი მაჩვენებლით ჰანდანოვიჩი სერია A-ში მეორეა ლეგიონერთა შორის. მასზე მეტი მხოლოდ არგენტინელ ხავიერ ძანეტის მოუგროვდა – 615 მატჩი. „ელ კაპიტანომ“ იტალიური კარიერის 19-ვე სეზონი (1995-2014) „ინტერში“ გაატარა და ამჟამად კლუბის ვიცე-პრეზიდენტია.