ფორმულა 1-ის საჯინიბო „ალპინმა“ (რენომ) გაავრცელა განცხადება, რომ სეზონის სტარტზე ლიდერის გარეშე დარჩა.

მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ორწლიანი პაუზის შემდეგ დიდ რბოლებში დაბრუნებას გეგმავდა, მაგრამ რესტარტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ბედის ირონიით, 39 წლის ესპანელი ავარიაში ველოსიპედით სეირნობისას მოხვდა – ავტომობილს შეეჯახა.

სამედიცინო შტაბის განცხადებით, ალონსოს გონება არ დაუკარგავს და კონტაქტურია, თუმცა აქვს მოტეხილობები. მისი რბოლებში დაბრუნების სავარაუდო თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

Image result for fernando alonso