მადრიდის “რეალსა” და სერხიო რამოსს შორის მოლაპარაკების პროცესი საბოლოოდ არ დასრულებულა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, ვეტერანი მცველი გუნდიდან წავა.

განხეთქილება ახალმა კონტრაქტმა გამოიწვია. “რეალი” 35 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს ერთწლიანზე ხანგრძლივ კონტრაქტს არ სთავაზობს, სერხიო კი 35-ის მარტში მოიყრება. ამას გარდა, კლუბი ფეხბურთელისგან ხელფასის 30%-თ შემცირებას მოითხოვს.

რამოსს აქვს სათადარიგო ვარიანტი – „პარი სენ ჟერმენი”, 3-წლიანი კონტრაქტი და ჯამური 40 მილიონი ევრო. ჰოდა, ალბათ, წავა.

ფლორენტინო პერესმა მას შემცვლელი უკვე მოუნახა. დიეგო კარლოსი “სევილიას” ცენტრალური მცველია, ათლეტურია და საიმედო. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირში 29-ჯერ მოირგო “სევილიას” მაისური. კარლოსი ჯერ 27 წლისაა და მის ტრანსფერში სავარაუდო თანხად დასახელებული 50 მილიონი ევროც არ უნდა იყოს გადაულახავი ბარიერი.