როგორც იქნა, „რაგბი ევროპა“ რაღაცაში მაინც ჩამოყალიბდა. კონტინენტური სანაკრებო რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ 2021 წლის  კალენდარი გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპის მოქმედი ჩემპიონი საქართველო სტარტს 6-7 მარტს პორტუგალიასთან გასვლითი მატჩით აიღებს. დანარჩენი – ქვემოთ. განრიგი არეულია, გაწელილია მარტიდან ნოემბრამდე, თუმცა ჩვენს ნაკრებს ზაფხულის სატესტო სეზონზე ხელი არ შეეშლება და ესაა მთავარი. ეს უკვე კარგია…

 2020 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პლეი-ოფი

 13 ივნისამდე

ბელგია – ნიდერლანდები

 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის კალენდარი

6-7 მარტი

პორტუგალია – საქართველო

რუსეთი – რუმინეთი

13-14 მარტი

ესპანეთი – საქართველო

პორტუგალია – რუმინეთი

20-21 მარტი

რუსეთი – საქართველო

რუმინეთი – ესპანეთი

27-28 მარტი

საქართველო – რუმინეთი

პორტუგალია – ესპანეთი

26-27 ივნისი

საქართველო – ბელგია / ნიდერლანდები

3-4 ივლისი

ესპანეთი – რუსეთი

რუმინეთი – ბელგია / ნიდერლანდები

10-11 ივლისი

ბელგია / ნიდერლანდები – პორტუგალია

17-18 ივლისი

ბელგია / ნიდერლანდები – ესპანეთი

რუსეთი – პორტუგალია

6-7 ნოემბერი

ბელგია / ნიდერლანდები – რუსეთი