მას შემდეგ, რაც ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ 2017 წელს დადებული კონტრაქტის წვრილმანები გასაჯაროვდა, ის ესპანეთის ბიუჯეტში ყველაზე მსხვილ გადამხდელად გადაიქცა.

გადახდილი თანხა დაახლოებით 324 მილიონ გირვანქას უტოლდება, რაც ერთად აღებული 120 ათასი საშუალო სტატისტიკური ესპანელის გადასახადს უდრის. არგენტინელი გაცილებით მეტ ფულს იხდის ბიუჯეტში, ვიდრე ბევრი დიდი კომპანია.

492 მილიონიანი ოთხწლიანი ხელშეკრულება ისტორიაში ყველაზე მსუყე სპორტული კონტრაქტია. წელიწადში 123 მილიონი გამოდის. პლუს სხვა სიმდიდრეები, როგორიცაა მაგალითად, საიმიჯო უფლებები და ა.შ.

Image result for leo mesi end reklamaჩვენმა კოლეგებმა გამოთვალეს და ასეთი სურათი დაიხატა. მესი იღებს:

ოთხ წელიდაში – 492 მილიონს

წელიწადში – 123 მილიონს

კვირაში – 2,4 მილიონს

დღეში – 337 ათასს

საათში – 14 ათასს

წუთში – 234

პლუს სხვა სიმდიდრეები…

კონტრაქტს ხელი 2017 წლის 25 ნოემბერს მოეწრა. ვადა 2021 წლის 30 ივნისს გასდის.