„რეალმა” „ხეტაფეს” 2:0 მოუგო.

ამ შეხვედრაში ზინედინ ზიდანმა ტაქტიკური ცვლილებებით მიიპყრო ყურადღება.

მადრიდელთა მწვრთნელმა, როგორც ჩანს, სერხიო რამოსის გარეშე დარჩენილი დაცვის გაძლიერება გადაწყვიტა და მეტოქე გუნდის შეტევებს ფაქტობრივად ხუთი უკანახაზელით ხვდებოდა — ფერლანდ მენდიმ მარცხენა ცენტრალური მცველის როლი მოირგო.

ფრანგის ტაქტიკამ გაამართლა. „ხეტაფემ” კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ხოლო მენდიმ დაცვას ხომ არგო და შეტევაშიც გამოიჩინა თავი — „თეთრების” მეორე გოლი შეაგდო.

პირველი ქარიმ ბენზემას ანგარიშზეა.

ამრიგად, „რეალმა” „ატლეტიკოსთან” ჩამორჩენა ხუთ ქულამდე შეამცირა, მაგრამ „მატრასების მკერავებს” ორი თამაში მარაგში აქვთ.

„დღეს ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ”, — მატჩის დამთავრების შემდეგ უკმაყოფილებას გამოთქვამდა „ხეტაფესა” და სერბეთის ნაკრების ნახევარმცველი ნემანია მაქსიმოვიჩი.

ფაქტია, „რეალს” ამ შეხვედრაში გამარჯვება არ გასჭირვებია.