Inter's Chinese president Steven Zhang is facing pressure at home and abroadძვირადღირებულმა ტრანსფერებმა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა მილანის „ინტერი“ ფინანსური კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. ახლა ისინი გამალებით ეძებენ 146 მილიონიან ინვესტიციას, რომელმაც შეიძლება ზაფხულისთვის კონკურენტუნარიან კლუბად დატოვოს.

ინტერელთა კრიზისი იმანაც გააღრმავა, რომ ანტონიო კონტეს გუნდმა პირწმინდად ჩააგდო ევროსეზონი. ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზეც ვერ გადავიდა.

კლუბის ამჟამინდელმა მფლობელმა, სტივენ ჟანგმა „ინტერი“ 2016 წელს შეიძინა 235 მილიონ გირვანქად და მას შემდეგ ბევრი მილიონი დახარჯა სატრანსფერო ბაზარზე. მაგალითად, რომელუ ლუკაკუში 2019 წელს კლუბისთვის სარეკორდო 80 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, BC Partners-მა კლუბის ჩინელ მფლობელებთან მოლაპარაკებები შეწყვიტა, ფასზე ვერ მოილაპარაკეს. თუ ასე გაგრძელდა, „ინტერს ახლო მომავალში კარგი დღე არ ელის.

Nico Barella and Romelu Lukaku are just two of Inter Milan's expensive purchases