ბრიტანელი ჩოგბურთელი ფრანჩესკა ჯონსი ავსტრალიის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ძირითად ბადეში კი მოხვდა, მაგრამ იქ პირველივე წრეში წააგო ამერიკელ შებლი როჯერსთან – 4:6, 1:6. მატჩი საათსა და 2 წუთს გაგრძელდა.
თუმცა, აქ სხვაზე გავამახვილებთ ყურადღებას – ჯონსი გენეტიკური დეფექტით, ექტროდაქტილიით დაიბადა. ჩოგბურთელს ხელზე რვა, ხოლო ფეხზე შვიდი თითი აქვს.
ექიმები თვლიდნენ, რომ ჯონსი პროფესიონალი ჩოგბურთელი ვერ გახდებოდა, მაგრამ ფრანჩესკამ საპირისპირო დაამტკიცა.
WTA-ს რეიტინგში ფრანჩესკა 245-ე ჩოგანია, ცხრა წლიდან ბარსელონას აკადემიაში ვარჯიშობს, იქ, სადაც ჩოგბურთს სწავლობდნენ რაფა ნადალი და ენდი მარი.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
