Image result for VARANE REALმადრიდის „რეალის“ მცველი რაფაელ ვარანის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება და კლუბის ხელმძღვანელობა თვლის, რომ 27 წლის ფრანგი აღარ აპირებს მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას.

ვარანი არჩევანის წინაშე დააყენეს. მან უახლოეს მომავალში უნდა დააფიქსიროს, რომ „სამეფო კლუბში“ რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფლორენტინო პერესი სასწრაფოდ დაიწყებს მის ტრანსფერზე ზრუნვას – ვარანის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევროა და ერთი წლის შემდეგ ასეთი აქტივის მუქთად დაკარგვა სულაც არ შედის დონ ფლორენტინოს გეგმებში.

ფრანგის სავარაუდო შემცვლელად ავსტრიელი დავიდ ალაბა მოიაზრება, რომელიც „ბაიერნს“ თავისუფალი აგენტის რანგში ტოვებს. მიუნხენის „ალიანც არენადან“ მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ალაბას პორტირებას დავიდის გოლიათური მადა თუ შეაფერხებს – ავსტრიელი ხელფასად წლიურ 20 მილიონს ითხოვს.