Image result for klopp and gerrardინგლისში ფეხბურთი სხვა განზომილებაა და არავის არაფერს პატიობენ. ცხადია, გამონაკლისი არც იურგენ კლოპია, რომელიც შარშან ლივერპულელთა გმირი იყო. წლეულს კი…

„ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ბოლო 2 მატჩი წააგო – „ბრაიტონთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“. კლოპის გუნდის მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე არა ჩემპიონობა, არამედ  ოთხეულში მოხვედრაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა. ქომაგს კი ცხადია, მხოლოდ ლიგის პერსპექტივა არ ხიბლავს.

არადამაკმაყოფილებელმა შედეგებმა და თამაშის ხარისხმა მათი გაღიზიანება გამოიწვია. კლოპს უკვე ზედმეტად აკრიტიკებენ, არადა გერმანელს ეს ნამდვილად არ დაუმსახურებია.

„ლივერპულის“ ქომაგებმა კლოპის წასვლა მოითხოვეს. და ვინ უნდათ მის ნაცვლად? დიახ, ბატონო, სწორად მიხვდით – სტივენ ჯერარდი.

ჯერარდი კი სულით ლივერპულელია, მით უფრო სამწვრთნელო კარიერაც წარმატებული გამოდის – მისი „რეინჯერსი“ უკვე 21 ქულით უსწრებს „სელტიკს“. გულშემატკივრები თვლიან, რომ ჯერარდი გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტს დაუბრუნებს.

არადა, კლოპმა „ლივერპულს“ ბოლო 2 სეზონში ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა მოაგებინა, მაგრამ ინგლისელი ქომაგი მცირე ჩავარდნასაც არ გაპატიებს…