Image result for basilaShvili in australian openავსტრალიურ მელბურნში სტარტი აიღო სეზონის პირველმა სლემტურნირმა.

საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ შეხვედრას 9 თებერვალს გამართავს. მისი მეტოქე ამერიკელი ტომი პაული იქნება. პაული მსოფლიოს 53-ე ჩოგანია, თუმც ჯერ პროფტურში ტიტული არ მოუგია.

ბასილაშვილმა შარშან, ავსტრალიის ღია პირველობაზე ერთი წრე დაძლია, მისმა მეტოქემ კი მესამე წრემდე გააღწია. ამ წყვილში გამარჯვებული რუდი-ტომპსონის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ნორვეგიელი კასპერ რუდი მსოფლიოს 27-ე ჩოგანია და ამავე ნომრით არის განთესილი. რაც შეეხება ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს, ჯაბანი არც ის უნდა იყოს – სადღეისოდ მსოფლიო რეიტინგის 52-ე ნომერია.

ნიკამ ავსტრალიაში ერთ ტურნირში უკვე მოსინჯა ძალები, მაგრამ პირველსავე წრეში მეორე ასეულის ბინადართან დამარცხდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად სტარტი გაცილებით წარმატებული აღმოჩნდება.