ფრანგული პსჟ-ის ხელმძღვანელობა დიდი ხანია ცდილობს, ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმოს კილიან მბაპესთან, რომლის მოქმედ ხელშეკრულებასაც ვადა 2022 წლის 30 ივნისს გასდის.
მოლაპარაკების პროცესს აფერხებს მადრიდის „რეალის“ ინტერესი მბაპეს მიმართ და თავად ფეხბურთელის სურვილი, „სამეფო კლუბთან“ ერთად მოიგოს ტიტულები.
პსჟ-ის ხელმძღვანელობამ კომპრომისული ვარიანტი გამოძებნა. მბაპეს შესთავაზებენ ხუთწლიან კონტრაქტს, რომელშიც ცალკე იქნება გაწერილი „რეალში“ ან სხვა ტოპ-კლუბში გადასვლის ვარიანტის არსებობა.
ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: ფრანგებმა იციან, რომ ფეხბურთელის სურვილს წინ ვერ აღუდგებიან, მაგრამ 2022 წლის ზაფხულში მბაპეს თავისუფალი აგენტის სტატუსით, შესაბამისად კი უფასოდ გაშვებაც არ სურთ.
მიმდინარე სეზონში 22 წლის ვარსკვლავმა საფრანგეთის ჩემპიონატის 19 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა, კიდევ 6-ჯერ კი საგოლედ თანაგუნდელებს უპასა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
