Image result for bauern airlibes„ჰერტასთან“ 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ  „ბაიერნი“ პირდაპირ ბერლინიდან უნდა გაფრენილიყო დოჰაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.

გუნდი ვერ გაფრინდა, მიზეზი კი თითქმის კურიოზული იყო. ბერლინის აეროპორტის წესების მიხედვით, შუაღამიდან დილის 5 საათამდე აფრენა აკრძალულია.

თვითმფრინავი 23.59 საათამდე ელოდა გუნდს, ჩემპიონებმა კი… 30 წამით დააგვიანეს. შედეგად, გუნდი ვერ გაფრინდა და გამოძინება პირდაპირ თვითმფრინავში მოუხდათ.

აფრენის ნებართვა ეკიპაჟმა მხოლოდ 6.52 საათზე მიიღო, ოღონდ არა დოჰას, არამედ მიუნხენის მიმართულებით – იქ ღამენათევი ეკიპაჟი ახლით ჩაანაცვლეს.

ბოლოს და ბოლოს, „ბაიერნი“ მიუნჰენიდან დოჰას მიმართულებით 9.15 საათზე გაფრინდა. გერმანული პედანტიზმის შესახებ როგორ არ გვსმენია, მაგრამ 30 წამის გამო იმ გუნდის დასჯა, რომელმაც სრულიად ევროპის ღირსება უნდა დაიცვას, ნამეტანი გვეჩვენა. თუმც, ალბათ, ამიტომაც არის გერმანია გერმანია…