Image result for გიორგი ჩიხრაძეერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ამჟამად უმუშევარია. გახსოვთ როგორი „ამერი“ ჰყავდა ჩიხრაძეს? – დისციპლინირებული, გამართული, მოგებაზე მომართული…

„ამერის“ დაშლის შემდეგ ჩიხრაძემ აზერბაიჯანს მიაშურა და ბაქოს „ინტერში“ კახა ცხადაძის თანაშემწე იყო. ცხადაძესთან ერთად ასევე უმუშავია საქართველოს ეროვნულ გუნდში, ყაზახურ „ქაირატსა“ და „ორდაბასიში“, ხოლო ზაქათალის „სიმურგსა“ და კვიპროსულ „ეთნიკოსს“ თავად წვრთნიდა.

ჩიხრაძისთვის „ორდაბასი“ ბოლო სამუშაო ადგილი იყო, გუნდი ყაზახეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე გავიდა და ევროზონაში ვერ მოხვდა. კონტრაქტიც დეკემბრის ბოლომდე იყო გათვლილი. ქართველი მწვრთნელიც ახლა სამშობლოშია და „სარბიელის“ სტუმარია:

„კონტრაქტი დაგვიმთავრდა. პლუს, სეზონი პანდემიის გამო პრობლემური გამოდგა. მუდმივად სიძნელეები იყო – თამაშებს საშინაო არენაზე ვერ ვატარებდით, რამდენჯერმე შეწყდა, ბოლოს სულაც ერთ ლოკაციაზე, ალმაა თიში ჩატარდა. ბოლო ტურში მოსაგები მოვიგეთ, მაგრამ ქულები არც უშუალო კონკურენტმა დაკარგა და გუნდი ევროსაგზურის გარეშე დარჩა“, – გვითხრა ჩიხრაძემ.

Image result for გიორგი ჩიხრაძეცხადია, შეთავაზებები ჰქონდა: ისევ ყაზახეთიდან, ასევე უზბეკეთიდან, საიდანაც შოთა არველაძის წასვლის შემდეგ „ფახთაქორი“ აქტიურობდა. კიდევ რამდენი წინადადება, მაგრამ, ბოლომდე საქმე არ მისულა.

ბოლო წლებში ყაზახური გუნდები ევროტურნირებზე ჩვენებზე გაცილებით უკეთ გამოდიან. თან, ჩემპიონატიდან ეროვნულ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი მუდმივად არის გამოძახებული.

„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ყაზახეთში მაღალ დონეზე თამაშობდნენ. კანკავა-კვეკვესკირზე აღარ არის საუბარი – იგივე ელგუჯა ლობჯანიძე და შოთა გრიგალაშვილიც საუკეთესოები იყვნენ. ჩემპიონატის კარგი დონის აქვთ. ადრე თუ მარტო „ასტანა“ ჩანდა, ახლა 4-5 გუნდს ჰქონდა ჩემპიონობის შანსი. პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. როგორც გითხარით, ბოლოს მხოლოდ ალმაა თიში ჩატარდა თამაშები და „ქაირატმა“ შანსი ხელიდან არ გაუშვა. ყველა მატჩში დაძაბულობაა, ლიდერებს უჭირთ აუტსაიდერებთან თამაში. ვინ სად დაკარგავს ქულებს, არავინ იცის“.

საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელთან საუბრისას გვერდი ვერ ავუარეთ 12 ნოემბერს, როდესაც ჩვენები ევროპირველობაზე გასასვლელ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდნენ.

Image result for giorgi chixradze„იყო რამდენიმე ფაქტორი, რომელმაც ეს მარცხი გამოიწვია. ცხადია, მაყურებელი, რომელიც ვერ დაესწრო თამაშს. ტრავმებისა და პანდემიის გამო დანაკლისი და აჟიოტაჟი, რომელიც ამ ყველაფერს მოყვა. ლიდერები გვაკლია, რა გვეშველება? ასე როგორ მოვიგოთ? – ეს ყველაფერი სამი დღით ადრე დაიწყო და ამ ფაქტორმა ფეხბურთელებზეც იმოქმედა. არადა, ისეთი მატჩი იყო, რომ ყველაფერი ერთი გოლით გადაწყდებოდა – ასეც მოხდა. თუმცა, ვერ თუ არ შესრულდა მთავარი ამოცანა. მაკედონიელებს სულ სამი ფეხბურთელი ჰყავდათ, ვისაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეეძლო. მთავარი იყო მათი საჯარიმოდან რაც შეიძლება შორს „აწევა“. ეს ჩვენ ვერ მოვახერხეთ და გოლი მივიღეთ. ამის მერე ფსიქოლოგიურადაც არ იყვნენ ფეხბურთელები მზად“.

აქვს თუ არა საქართველოს რესურსი, რომ უკეთესი ფეხბურთი ითამაშოს და აქამდე მიუწვდომელ ოცნებას, რომელიმე დიდ ტურნირზე მოხვდეს, ჩიხრაძე ოპტიმისტურად უყურებს.

„რა თქმა უნდა, გვაქვს. კარგი ფეხბურთელები გვყავს. თან ახალი სისხლია საჭიროა. თუმცა, მთავარი მიდგომაა. არ არის საჭირო გუნდის წინასწარ გაწირვა და თავის წაგებულად გამოცხადება. ვისაც უნდა ვხვდებოდეთ, მოედანზე გვმართებს თამაში. თუ ამას ვერ მოვახერხებთ, სწორი ფეხბურთი მაინც ვითამაშოთ და გავიზარდოთ. ეს უკვე ფეხბურთელებს მწვრთნელებმა უნდა ჩააგონონ“.

და ცხადია, კითხვა, ვინ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი – უცხოელი თუ ქართველი?

„ამ ვითრებაში უცხოელის მოყვანა უკვე დაგვიანებულია. ვიდრე ნიუანსებში ბოლომდე გაერკვევა, შესარჩევი ეტაპიც დასრულდება. არის რამდენიმე ქართველი მწვრთნელი, ვისაც შეუძლია ნაკრების გაწვრთნა“…