Image result for sebastian aler ajaxისეც ხდება, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდები კომიკურ სიტუაციებში ვარდებიან. ამასთან ისე, რომ შექმნილი სიტუაციები მათივე მენეჯმენტის ბრალია. ერთ-ერთი მათგანი ამსტერდამის „აიაქსი“ გამოდგა, რომელსაც კურიოზი ევროპის ლიგის განაცხადის შევსების დროს დაემართა.

2 თებერვალს ევროპალიგის გუნდებს უეფაში 25 ფეხბურთელით შევსებული სია უნდა გადაეგზავნათ. ცხადია, ეს ამსტერდამელებმაც გააკეთეს, მაგრამ სიაში არ აღმოჩნდა ახალწვეული სებასტიან ალერი, რომელიც „ვესტ ჰემიდან“ 22.5 მილიონ ევროდ შეიძინეს.

ალერმა ერედივიზიონში სულ 6 მატჩი ითამაშა „აიაქსის“ მაისურით და უკვე ორი გოლის გატანა მოასწრო.

გეტყვით იმასაც, რომ ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში „აიაქსი“ ფრანგულ „ლილს“ დაუპისრისპირდება. პირველი თამაში სტუმრად 18 თებერვალს უწევს, 25-ში შინ.