ინგლისური პრემიერლიგის 22-ე ტურში „მანჩესტერმა“ გოლების გატანით გული იჯერა და „საუთჰემპტონს“ 9:0 მოუგო.
ერთბაშად ცხრა გოლი მანკუნიანელებს 26 წელიწადია არ გაეტანათ. 1995 წელს ასევე 9:0 მათ „იფსვიჩს“ მოუგეს. „წმინდანებმა“ კი ასეთივე ანგარიშით შარშანაც წააგეს – მათი ცოდვა „ლესტერმა“ დაიდო. 9:0 კი პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდია.
ცხრა გოლიდან ერთი რეშფორდმა გაიტანა. ეს მარკუსისთვის „მანჩესტერის“ მაისურით გატანილი 83-ე გოლია. ამ მაჩვენებლით მან უკან მოიტოვა ლეგენდარული ერიკ კანტონა და კვალში ჩაუდგა დევიდ ბექჰემს (85 გოლი).
რაც შეეხება საუკეთესო შედეგს, უეინ რუნის ეკუთვნის – 253 გოლი ნამდვილად ფანტასტიური მიღწევაა.