სარაგბო სამყაროში დუღილის ტემპერატურა იმატებს. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გოჩა სვანიძე პროკურატურაშია დაბარებული. ბრალად კავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ედება.
ამ ინფორმაციას თავად სვანიძეც ადასტურებს, მაგრამ ისიც თქვა, რომ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს, რადგან უფლება აქვს პირდაპირ სასამართლოში მივიდეს და მაგისტრი მოსამართლის მიერ იქნას დაკითხული. სვანაძე ამ ვარიანტს ირჩევს.
მოკლედ, სარაგბო სამყაროში დიდი ამბებია მოსალოდნელი… ვეტერანი მორაგბეებიც უფრო აქტიურად აპირებენ პროცესში ჩართვას.





