საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევ მატჩში შინ რუსეთს დაუხვდა და 0:4 დამარცხა.

მეტოქე თბილისს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის რანგში ესტუმრა და მძიმე თამაში რომ იქნებოდა, შეხვედრის დაწყებამდეც ნათელი იყო. თავიდან რუსები მცირე უპირატესობას ფლობდნენ და მეხუთე წუთზე გოლშიც გარდასახეს. ჩვენს კართან კუთხური დაინიშნა, რუსებმა დამუშავებული კომბინაცია გაათამაშეს და რომულომ ანგარიში გახსნა.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი, დაკავებულია სპორტით და ღია ცის ქვეშგაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი ჩინებული შანსი ჰქონდა: ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულმა რონინიომ არაზუსტი პასი გაუკეთა თანაგუნდელს, შემდეგ კი, ელისანდრომ ძელს გაარტყა ბურთი.

თითქოს ანგარიში უნდა გათანაბრებულიყო, მაგრამ უხეში შეცდომა დავუშვით – ბინიომ აუტი „გადაარჩინა“, მაგრამ ნიაზოვი კუპატაძესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ანგარიში ორამდე გაზარდა. ეს ტაიმის შუაში მოხდა.

შესვენებამდე ჩვენებს რამდენიმე შანსი მიეცათ. შაგინიამ სულაც ხარიხას გაარტყა ბურთი, მაგრამ ანგარიში ვერ შევცვალეთ.

მეორე ტაიმში შვიდი წუთის მანძილზე მარტო ჩვენ ვუტევდით, რუსები ერთხელ გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე, რონინიოც შეცდა და დავიდოვმა მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვიტა.

თამაში ფუტსალისთვის „კლასიკურ“ სტილში გაგრძელდა – რუსები უკან დადგნენ, მაგრამ კონტრშეტევაზე ნიაზოვმა კიდევ გაგვიტანა.

წავაგეთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მინიმალური შანსი კიდევ დარჩა – წინ სომხეთთან (შინ და სტუმრად), საფრანგეთთან (შინ) და რუსეთთან (სტუმრად) ჩასატარებელი მატჩებია…

წილი
წინა სტატიამანჩინიმ წერტილი დასვა
შემდეგი სტატიარონალდუმ ორი გაიტანა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...