ფრანგულ მედიასთან საუბრისას პსჟ-ის ლიდერმა ირიბად მიანიშნა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგი არ არის:
„ბოლო პერიოდში კლუბში ბევრი რამ შეიცვალა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. შემიძლია გითხრათ, რომ სულ მცირე მომავალ სეზონს პსჟ-ში გავატარებ. იმედი მაქვს, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს კილიან მბაპეც. ერთად სერიოზული წარმატების მიღწევა შეგვიძლია.“
შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა 2022 წელს ეწურება. შესაბამისად, პსჟ-ის ხელმძღვანელობამ მათი განახლება უნდა იჩქაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში 2022 წელს ნეიმარი და მბაპე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ კლუბს.