იტალიის ნაკრების დამრიგებელმა რობერტო მანჩინიმ საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების მწვრთნელი აღარ ვიქნები. ვაპირებ, საკლუბო მწვრთნელის რანგში გავაგრძელო კარიერა. ვინ შეიძლება ჩაიბაროს ნაკრები? შესაძლოა, ანჩელოტიმ, ალეგრიმ ან გასპერინიმ ითავონ ეს საქმე.”
მანჩინიმ 2018 წელს ჩაიბარა ნაკრები და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ათიდან ათი მოგებით დაასრულა.
ჯამში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 21-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო. ფეხბურთის ფედერაცია კმაყოფილია მისი მუშაობით და 2024 წლამდე კონტრაქტის გაგრძელებასაც სთავაზობდა, მაგრამ მანჩინიმ წერტილი დასვა.





