Raiola: How can you have a top player like Donnarumma but offer Morata  triple his wages? | MARCA in English„მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, ისევ მოითხოვს კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში, კლუბმა ჯამაგირად სეზონში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. მხარეები კვლავაც აგრძელებენ მოლაპარაკებას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

„მილანი“ მზადაა მეკარეს წელიწადში 7 მილიონი და კიდევ ერთი მილიონის ბონუსები შესთავაზოს, მაგრამ ჯანლუიჯი იხტიბარს არ იტეხს. მავანნი კი ამბობენ, ეგ ყველაფერი ჯიჯის აგენტის, ცბიერი მინო რაიოლას ხრიკებია თორემ დონარუმა 8 მილიონზეც დათანხმდებოდა, იმიტომ, რომ გუდიდან წასვლა არ უნდაო.

დონარუმას „მილანთან“ არსებულ კონტრაქტს კი ყავლი 2021 წლის ზაფხულში გასდის.