Euan McTear on Twitter: "A reminder that Bayern coach Hansi Flick was the  Germany assistant for the 7-1 Brazil game.… "დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი პოსტს დატოვებს.

არადა, მის კონტრაქტს ვადა 2023 წელს ეწურება. საქმე იმაშია, რომ სეზონის ბოლოს გუნდიდან მიდის ფლიკის დამცველი და თანამოაზრე, გამგეობის თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე. სამაგიეროდ, რჩება სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი, ვისთანაც ფლიკს დაძაბული ურთიერთობა აქვს.

მათი პოზიციები სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით, კარდინალურად განსხვავდება. მოვლენათა განვითარებას გულდასმით აკვირდებიან გერმანიის საფეხბურთო კავშირში და არ იქნებიან წინააღმდეგნი, თუ ფლიკი უმუშევარი დარჩება იოაჰიმ ლიოვის შემცვლელად განიხილონ. მით უმეტეს, ფლიკისთის გერმანიის ნაკრები უცხო სულაც არ არის – ის სწორედ ლიოვის თანაშემწე გახლდათ.

ამას გარდა, ფლიკით დაინტერესებას ინგლისური პრემიერლიგის რამდენიმე კლუბიც გამოხატავს.