ინგლისური „ტოტენჰემის“ მესაჭე ჟოზე მოურინიომ გუნდის მდგომარეობაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება უელსელს დაუთმო:
„გარეთ ბეილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დგება. ის დღითიდღე სულ უფრო უკეთ გამოიყურება. როცა ტრავმას ჰარი კეინის დონის ფეხბურთელი იღებს, დანარჩენებმა ნაბიჯი წინ უნდა გადადგან. რაც შეეხება ბეილის პოზიციას მომდევნო შეხვედრებში, ისევ იქ დავაყენებთ, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს, ანუ შეტევის ფლანგზე.“
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინმა „ლივერპულთან“ მატჩისას საშუალო სირთულის ტრავმა მიიღო და სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში გუნდს ვერაფრით დაეხმარება.