ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „ბრუკლინ ნეთსის“ 26 წლის მცველი კარის ლევერტი სეზონს ოპტიმისტურად შეხვდა. თავადაც დიდებულ ფორმაში იყო, გუნდს რეაბილიტაციის შემდეგ კევინ დურანტი დაუბრუნდა და 2003 წლის შემდეგ პირველად ფინალში გასვლას გეგმავდნენ.

Caris LeVert finds 'freedom' in leading role„ნეთსის“ გეგმები კიდევ უფრო რეალისტური მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმესაფეხურიანი გაცვლის შემდეგ ჯეიმს ჰარდენის დამატება გადაწყდა. ამ გაცვლების მონაწილე გახდა კარის ლევერტიც, რომელიც „ინდიანაში“ უნდა გადაბარგებულიყო.

ბითაძის გუნდის სამედიცინო შტაბმა კარისს სავალდებულო კვლევა ჩაუტარა და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგმა ყველა შოკში ჩააგდო – კალათბურთელს მარცხენა თირკმელზე ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა.

კიბოს სტადია ადრეულია და კარისის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. თუმცა, „ინდიანა“ ალბათ უარს იტყვის პრობლემური კალათბურთელის აყვანაზე, რაც ჰარდენის „ნეთსში“ გადასვლასაც უსვამს კითხვის ნიშანს.

ასევე კითხვები გაჩნდა ბრუკლინელთა სამედიცინო შტაბის მიმართ, რომელმაც პრობლემა წინასასეზონო კვლევისას ვერ აღმოაჩინა.

ასეა თუ ისე, ამერიკაში წერენ, რომ ჯეიმს ჰარდენმა თავისი გადასვლით (თუ ვერგადასვლით) კარის ლევერტის სიცოცხლე იხსნა.