Beal signs two-year contract extension with Wizards - Bullets ForeverNBA-ს რეგულარულ სეზონში „ვაშინგტონ ვიზარდსმა“ 106:124 წააგო „ნიუ ორლეან პელიკანთან“. ამაში გასაკვირი არაფერია. არც ის გაგვკვირვებია ვაშინგტონელთა მცველმა  ბრედლი ლიმ 47 ქულა რომ დააგროვა – ლი უკვე 10 მატჩია 40 ქულაზე მეტს აკეთებს. გასაკვირი ის არის, რომ „ვიზარდის“ კალათბურთელი ანტირეკორდის „მფლობელი“ გახდა.

დიახ, ლიმ ზედიზედ 10 მატჩში 40 ქულაზე მეტი გააკეთა, მისმა გუნდმა კი ყველა ეს მატჩი წააგო და ამ მაჩვენებლით პირველი კალათბურთელი გახდა ლიგის ისტორიის მანძილზე.

მანამდე ყველაზე ხანგრძლივი სერიები ჰქონდათ უოლტ ბელამის (1961-62) – 9 და ორჯერ ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს (1962-63, 1964-65) – 8-8.

წილი
წინა სტატიაანონიმური უტვინო იდიოტები
შემდეგი სტატიარუსეთთან მატჩი კავშირის თამაშია?
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...