ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენის თავს კარგი ამბავი ვერ არის. ნორვეგიული გაზეთ „VG“-ის გამოკვლევით პლანეტის უპირველესმა მოჭადრაკემ საკუთარი დაბადების დღის შემდეგ, ანუ 30 ნოემბრიდან დღემდე, რამდენი პარტიაც მოიგო, ზუსტად იმდენი წააგო – 22, ხოლო 26-ჯერ ყაიმით დაშორდა მეტოქეს.
კარლსენის დაღმასვლა, რომელსაც ნორვეგიულმა გაზეთმა “30 წლის კრიზისი” უწოდა, ამერიკელ უესლი სოსთან Skilling Open-ის ფინალში წაგებით დაიწყო. შემდგომ ჩემპიონი 2020 წლის ბოლოს კიდევ ორ ონლაინ-ტურნირზე Chess.com 2020 Speed Chess Championship და Airthings Masters on Chess24-ზე გამოვიდა, თუმც ვერც ერთი ვერ მოიგო.
ახლა კარლსენი ჰოლანდიურ ვეიკ ან ზეში იმყოფება და Tata Steel Masters-ს ტურნირზე გამოდის, სადაც 9 პარტიიდან 2 მოიგო, ერთი წააგო, 6 ყაიმით დაასრულა და 5 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.
დასასრულის დასაწყისია ნეტავ თუ დროებითი შემოქმედებითი კრიზისი?

 

წილი
წინა სტატიანადალი ფედერერით ამაყია
შემდეგი სტატიააუ!
ლაშა გეგეჭკორი
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.