Alexander Bolshunov WHIPS rival with ski pole, then crashes into him on purpose - Eurosportრუსმა მოთხილამურემ, ამავდროულად რუსეთის არმიის ლეიტენანტმა ალექსანდრ ბალშუნოვმა მსოფლიო თასის ერთ-ერთ ეტაპზე ესტაფეტაში, ფინელ იონი მიაკის სამაგიერო გადაუხადა.

ბალშუნოვში „ველურმა სულმა“ ფინიშთან ახლოს გაიღვიძა. პირველ ადგილზე ნორვეგიელები გავიდნენ, მეორე ადგილისთვის კი ფინელები და რუსები იბრძოდნენ. მიაკი წამის მეასედებით უსწრებდა ბალშუნოვს და ფინიშიც მასზე ადრე გადაკვეთა. როდესაც რუსი მიხვდა, რომ მეტოქეს ვერ ეწეოდა, ჯერ სათხილამურო ჯოხი ჩასცხო ორჯერ, შემდეგ კი თანაგუნდელებთან მეორე ადგილის აღსანიშნავად მისულ ფინელს უკნიდან შეგნებულად დაეჯახა და ძირს დასცა.

ცხადია, ბალშუნოვიც და მთლიანად გუნდი დისკვალიფიცირებული იქნა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ამ ინციდენტს უფრო სერიოზული გაგრძელება ექნება. ირკვევა, რომ ეს ბალშუნოვის პირველი „გმირობა“ არ არის – წინა ეტაპზე რუსს დაახლოებით მსგავსი კონტაქტი ჰქონდა ნორვეგიელ სპორტსმენთან.

საქმეს ფინეთის პოლიცია იძიებს და რუს სპორტსმენს ბრალად უფლებამოსილების გადაჭარბება ედება.

მოკლედ, რუსი ლეიტენანტისთვის მნიშვნელობა არ აქვს ტანკით იქნება თუ თხილამურებით – თავისი უნდა გაიტანოს. ახლა არა მარტო ფინეთი, რუსი ხალხიც ფრთხილად უნდა იყოს – ქვეყანაში გამოსვლებია და სადაც ბალშუნოვი ასე ღიად სცემს სპორტსმენებს, მომიტინგეებთან საერთოდ არ შეირცხვენს თავს…