ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჯერ თავის ყოფილ თანაგუნდელ რომელუ ლუკაკუს დაუპირისპირდა, შემდეგ კი მოედნიდან გააგდეს. ეს მილანურ დერბიში მოხდა — იტალიის თასის მეოთხედფინალში „ინტერმა” „მილანს” 2:1 მოუგო.
შვედი და ბელგიელი „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდნენ ერთად. იბრამ იქ 2016-18 წლები გაატარა, ლუკაკუმ კი 2017-19.
შეხვედრაში, სადაც ორ თავდამსხმელს შორის კონფლიქტი გასახდელში გამწვავდა, თითო გოლი ორივემ გაიტანა. დამატებითი დროის მე-7 წუთზე კი „ინტერის” დანიელმა მოთამაშემ კრისტიან ერიკსენმა ჩინებული საჯარიმო დარტყმით გამარჯვება შავ-ლურჯებს მოუტანა.
„მილანის” 39 წლის ვარსკვლავი იბრაჰიმოვიჩი ლუკაკუს ასე უყვუროდა: „წადი და შენი ვუდუს მძ…რი გააკეთე, პატარა ვირო”.
ლუკაკუმ უპასუხა: „შენც მოგ…ავ და შენს ცოლსაც”.
შემდეგ, ბელგიელმა იბრაჰიმოვიჩი საჩხუბრად გაიხმო: „წამო, გასახდელში გავიდეთ, შე ნაბიჭვარო”.
და ამ დროს ორივე გააფრთხილეს.
შესვენებისას, როდესაც გუნდები გასახდელში შევიდნენ, „ინტერის” თანამშრომლებს ლუკაკუს გაკავება დასჭირდათ.
და რატომ ყვიროდა იბრაჰიმოვიჩი ვუდუს შესახებ? სავარაუდოდ, ეს 2018 წლის იანვრის გამოძახილია, როდესაც „ევერტონის” მეპატრონემ ფარჰად მოშირიმ თქვა, რომ რომელუ ლუკაკუ მათგან „ჩელსიში” ვუდუს ჯადოქრის რჩევით გადავიდა. მაშინ ლუკაკუმ შორს დაიჭირა და იძახდა, მოშირის სასამართლოში ვუჩივლებო.
საინტერესოა, რომ 2019 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედის” ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკაკუ ამბობდა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მას ბევრი დიდებული რამ ასწავლა. მისი თქმით შვედი უყვებოდა, „აიაქსში”, „ინტერში”, „ბარსელონაში” და სხვაგან გადახდენილ ისტორიებს, რომელთა წყალობით მან ისწავლა ყურადღების მოკრება, გახდა უფრო შრომისმოყვარე და სხვა.
ყვითელი ბარათის გამო, ლუკაკუ ნახევარფინაში ვერ ითამაშებს.