ბუნდესლიგის მე-18 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა” სტუმრად მოუგო „შალკეს” 4:0. გელზენკირხენელთა კარში მეორე გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რაც კარიერაში მე-500 გამოდგა.
ამ 500 გოლიდან 32 წლის პოლონელს „ბაიერნში“ 272, „დორტმუნდში“ – 103, „ლეხში“ – 41, „ზნიჩში“ – 21, ხოლო პოლონეთის ნაკრებში 63 გაუტანია.
ლევანდოვკი მოქმედ ფეხბურთელთა შორის მეოთხეა, რომელსაც 500 და მეტი გოლი აქვთ გატანილი და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს, ლეო მესისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩამორჩება.
გარდა ამისა, ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის სამი რეკორდიც დაამყარა: მიმდინარე სეზონში უკვე 23 გოლი დაუგროვდა და ეს 18 მატჩში გაახერხა. ამ მაჩვენებლით პოლონელი პირველია. ლევანდოვკი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ რვა გასვლით მატჩში გაიტანა გოლი და ასევე ერთადერთია, რომელაც „შალკე“ ზედიზედ 11 შეხვედრაში დაამწუხრა.
პოლონელისა და მისი თანაგუნდელების კარგი თამაშის წყალობით ბავარიელები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან და უახლოეს კონკურენტ „ლაიპციგს“ შვიდი ქულით უსწრებენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები29/06/2026 | 15:20ლატვიასთან ლიდერების გარეშე
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
