ლემპარდი მოხსნეს

Home კატეგორიის გარეშე ლემპარდი მოხსნეს
ლემპარდი მოხსნეს

„ჩელსიმ” ფრენკ ლემპარდი გაუშვა. დასავლეთლონდონელთა მწვრთნელი კოშმარული სტარტის შემდეგ სულ მეტი და მეტი ზეწოლის ქვეშ ექცეოდა, რაც ლოგიკურ ბოლომდე მივიდა. მის შემცვლელად თტომას ტუხელს ელიან.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბის მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა ზაფხულში 228,7 მილიონი გირვანქა დახარჯა, „ლურჯები” პრემიერლიგის ცხრილში მე-9 ადგილზე არიან.

გუშინ, „ჩელსის” ფეხბურთელებს გამოუცხადეს, რომ დღეს დილით ვარჯიშზე არ მისულიყვნენ. ისინი შუადღისას დაიბარეს. როდესაც გუნდი საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდა, ლემპარდი და კლუბის შეფები მოლაპარაკებებზე იყვნენ ჩაკეტილები.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ „ჩელსის” ლეგენდა მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნეს.

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.