სერია A-ს ბოლო ტურში „მილანმა” „სან სიროზე” „ატალანტასთან” 0:3 წააგო. ეს ცხადია მოულოდნელი შედეგი გახლდათ, თუმცა 19 ტურის შემდეგ, 43 ქულით, „მილანი” მაინც ლიდერია, ხოლო ბერგამოელები 36 ქულით მე-5 ადგილზე არიან.
„ატალანტას” ფეხბურთელთაგან გოლები გაიტანეს არგენტინელმა კრისტიან რომერომ, სლოვენიელმა იოსიპ ილიჩიჩმა და კოლუმბიელმა დუვან საპატამ.
საპატამ 77-ე წუთზე თამაშს წერტილი დაუსვა.
მატჩის ბოლოს, მილანელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ VAR-მა გადაწყვიტა, რომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო. და „სქაი სპორტის” კადრებში გამოჩნდა, თუ რა უთხრა ამ დროს საპატამ იბრაჰიმოვიჩს:
— მეცამეტე პენალტი გინდოდა?
(როგორც ჩანს, საპატას აზრით შვედ ვეტერანს ამ სეზონში ხშირად არტყმევინებენ პენალტებს)
იბრამ სხარტად უპასუხა კოლუმბიელს:
— მე მეტი გოლი მაქვს გატანილი, ვიდრე შენ, მთელს კარიერაში ნათამაშევი.
სტატისტიკა მეტყველებს, რომ ზლატანი მართალი იყო: მან 775 შეხვედრაში 480 გოლი გაიტანა, საპატამ კი 334 თამაშში 129-ჯერ შეაგდო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
მთავარი ამბავი29/05/2026 | 07:41მესი და ოცდახუთი
აქეთურ-იქითური28/05/2026 | 09:24კვარა: ვფიქრობ, ხანდახან ზედმეტ ემოციას გამოვხატავ
